დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების ანგარიშს აქვეყნებს
დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია „პრო ვი ენდ ვი“ საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების ანგარიშს აქვეყნებს. დაკვირვების საგანი იყო ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, ხმების დათვლის სპეციალური ელექტრონული მოწყობილობები და ტაბლეტ კომპიუტერები. კვლევა ჩატარდა თბილისში, მის შემოგარენში, ასევე გორსა და თელავში. დასკვნის მიხედვით, კვლევის არცერთ ეტაპზე არ დადასტურებულა ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის ფაქტი, ცესკომ ასევე წარმატებით განახორციელა ტექნიკური პროცედურები არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები