კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ ქართველ ძალოსნებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ ქართველ ძალოსნებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. პოლონეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზე გამოსვლა ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა 38 მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირზე მიღწეული წარმატების აღსანიშნავად ქართველმა ძალოსნებმა ხელი მოაწერეს ფინკას, რომელიც ქართული სპორტის მუზეუმს გადაეცა.
