ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე უკვე 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე უკვე 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალექსი დავითაშვილის ოქროს მედალი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა. მის გარდა, პირველ ადგილზე გივი ნადარეიშვილი, ლაშა ტაველური და დევიკო გობეჯიშვილი გავიდნენ. ვიცე-ჩემპიონის ტიტული პაატა მერაბიშვილმა, ლაშა მიქაბერიძემ და გიგლა ალიბეგაშვილმა მოიგეს, ხოლო ავთანდილ ბოგვერაძე, დავით უძილაური და გიგლა წიფიანი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. ტურნირი დღეს დასრულდება და ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ 4 ძიუდოისტი გამოვა.
