ესპანეთის პოლიციამ ალხესირარის პორტში 13 ტონა კოკაინი ამოიღო
ესპანეთის პოლიციამ ალხესირარის პორტში 13 ტონა კოკაინი ამოიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნარკოტიკული საშუალება ბანანის კონტეინერში იყო დამალული. გამოძიების ფარგლებში, მადრიდსა და ალიკანტეში სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. დააკავეს ერთი ადამიანი, ორი იძებნება. ასეთი რაოდენობის კოკაინი სამართალდამცველებმა ევროპაში ისტორიაში მეორედ ამოიღეს.
