მორიგი ბლექაუთი კუბაზე - ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს თავს ქარიშხალი „რაფაელი“ დაატყდა
მორიგი ბლექაუთი კუბაზე. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს თავს ქარიშხალი „რაფაელი“ დაატყდა, რის შედეგადაც ელექტროგადამცემი სისტემა დაზიანდა. 10 მილიონიანი მოსახლეობა დენის გარეშე დარჩა. როდის მოხერხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, უცნობია. ბოლოს მასშტაბური ბლექაუთი კუბაზე 3 კვირის წინ იყო. ელექტროსისტემაში მომხდარი დაზიანების გამო, მოსახლეობას დენი 4 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.
