გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა
გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კანცლერმა შოლცმა, ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. კოალიციაში კრიზისი მინისტრის ულტიმატუმმა გამოიწვია. ის შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მწვანეებისგან დათმობაზე წასვლას ითხოვდა ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად, რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მარტში გერმანიაში, დიდი ალბათობით, რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.