თითქმის 20 საათია თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა მიმდინარეობს
თითქმის 20 საათია თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა მიმდინარეობს. ცოტა ხანში გახდება ცნობილი, რას გადაწყვეტს კოლეგია თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სხდომაზე ჩატარდა ექსპერიმენტი. ადგილზე მიიტანეს ხმის მიცემის აპარატი. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმება ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკოს წარმომადგენელმა ასევე დააყენა საკითხი, თუ რამდენად მიუკერძოებელი იყო ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება იმ ფონზე, როდესაც მისი მეუღლე არის პოლიტიკური აქტივისტი და ოპოზიციის შემომწირველი. გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრები არ დააკმაყოფილა და ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.
