გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის მეცხრე კორპუსთან, სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის მეცხრე კორპუსთან, სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი, ფიტნეს ზონა; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სრულად განახლდა ფეხბურთისა და კალათბურთის სტადიონები. სკვერში დღეს, 19:00 საათზე კონცერტი გაიმართება.