სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთში
სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთში . ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა. დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლის სახურავი, მათ შორის ნაწილი მთლიანად კონსტრუქციის გარეშეა დარჩენილი. ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ენერგო- პრო- ჯორჯიაში განმარტავენ, რომ ტექნიკური ჯგუფები ამ წუთებშიც მუშაობენ და დღის ბოლომდე ელექტროენერგია ყველა მოქალაქეს აღუდგება. სტიქიის ზონაში ვითარებას ადგილზე ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
