თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გიორგი რურუას გამოკითხვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გიორგი რურუას გამოკითხვა მიმდინარეობს. გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ მივიდა. ის სუს-ში მოწმის სახით გამოკითხვაზე იყო დაბარებული. საქმე ეხება შეთქმულებისა და ტერორიზმის მუხლებით მიმდინარე გამოძიებას, რომელზეც არაერთი ადამიანი უკვე გამოიკითხა.
