სააპელაციო სასამართლოში ვლადიმერ ხუჭუას მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების განხილვა მიმდინარეობს
სააპელაციო სასამართლოში ვლადიმერ ხუჭუას მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების განხილვა მიმდინარეობს. მოსამართლეთა კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად იყო დასაბუთებული ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება და რა მტკიცებულებებს დაეყრდნო მოსამართლე. სხდომა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის აცილების შუამდგომლობით დაიწყო, შუამდგომლობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დააყენა, თუმცა მათი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
