მმართველი გუნდი ოპოზიციის დეზინფორმაციის მხილებას განაგრძობს
მმართველი გუნდი ოპოზიციის დეზინფორმაციის მხილებას განაგრძობს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა დღეს კონკრეტულ დადასტურებულ შემთხვევებზე ისაუბრა, ფაქტებს მმართველი გუნდი პროკურატურას წარუდგენს. ამ ეტაპზე, საუბარია 102 იდენტიფიცირებულ შემთხვევაზე, სავარაუდო დანაშაულზე როგორ ხდებოდა „ქართული ოცნების“ ხმების მოპარვა/განეიტრალება. მამუკა მდინარაძის თქმით, საერთო ჯამში, მოკვლევის საგანია 420-მდე შემთხვევა.
