თელ-ავივში მასშტაბური აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა
თელ-ავივში მასშტაბური აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქტივისტებმა ქალაქში საავტომობილო გზა გადაკეტეს და სხვადასხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს. რის გამოც, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. თელ-ავივსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში მასშტაბური აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრი გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრემიერ-მინისტრმა მიზეზად მათ შორის არსებული უნდობლობა დაასახელა. ისრაელის თავდაცვის მინისტრი კი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმ კანონპროექტს ასახელებს, რომელმაც შესაძლოა, ულტრა ორთოდოქსი ებრაელები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გაათავისუფლოს.
