ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 89 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა
ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში , წყალდიდობის შედეგად 89 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. როგორც რეგიონის იუსტიციის უმაღლესი საბჭო იუწყება, აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ იმ ადამიანებს ეხება, რომელთა დაკარგვის შესახებაც ახლობლებმა განაცხადი შეიტანეს. გასულ კვირას, ესპანეთის სამხრეთში მასშტაბური წყალდიდობის შედეგად, 217 ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ რეგიონში მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. პრემიერის პედრო სანჩესის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, მთავრობა 10 მილიარდ ევროს გამოყოფს.
