სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, საველე პერსონალის ტრენინგი დაიწყო
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, საველე პერსონალის ტრენინგი დაიწყო. აღწერა 14 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე ჩატარდება. შედეგად, ხელმისაწვდომი იქნება ზუსტი და განახლებული მონაცემები, როგორც მოსახლეობის რაოდენობის, ასევე შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე.
