გლდანის რაიონში მესამე მიკრორაიონის მეცხრე კორპუსთან სკვერის მოწყობა დასრულდა
გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის მეცხრე კორპუსთან სკვერის მოწყობა დასრულდა. ტერიტორიაზეა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი, ფიტნეს ზონა; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ადგილზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფეხბურთისა და კალათბურთის სტადიონებს. სკვერში დღეს, 19:00 საათზე კონცერტი გაიმართება.