"ჯივიპის" წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს
"ჯივიპის" წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. 8 ნოემბერს ღამის პირველ საათზე, 9 ნოემბრის ღამის პირველ საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და ჩუღურეთის რაიონების ქუჩების ნაწილს. მისამართების სრული ჩამონათვალი გამოქვეყნებული კომპანიის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში.
