ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ განმარტა, ის და გალანტი ერთმანეთს აღარ ენდობიან. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი გახდება, პირველი დიპლომატის პორტფელს კი გიდეონ საარი გადაიბარებს. ომის დროს თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას სიგიჟის აქტი უწოდა ოპოზიციის ლიდერმა ლაპიდმაც და მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა. აქციები იმართება თელ ავივში, იერუსალიმსა და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.
