მოლდოვაში ოპოზიციური ბლოკი „გამარჯვება,’’ საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებს
მოლდოვაში ოპოზიციური ბლოკი „გამარჯვება,’’ საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებს. როგორც ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმზე სასურველ შედეგს დარღვევებითა და თაღლითობით მიაღწია. ბლოკი „გამარჯვება“ მიიჩნევს, რომ რუსეთსა და დასავლეთში მოლდოვის მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცესი არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა.
