პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამთავრობო პროგრამა არის ამბიციური, თუმცა არცერთი დაპირება არ არის გადაჭარბებული და ყველა შესრულებადია
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამთავრობო პროგრამა არის ამბიციური, თუმცა არცერთი დაპირება არ არის გადაჭარბებული და ყველა შესრულებადია. ეკონომიკის ზრდა, სიღარიბისა და უმუშევრობის შემცირება, ასევე პენსიების მატება- ეს გეგმების არასრული ჩამონათვალია. ირაკლი კობახიძე ამბობს რომ ოთხი წლის შემდეგ საქართველო თვისებრივად ახალ დონეზე გადავა.
