უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი თავისუფლები არიან. ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ახვლედიანისა და რომელაშვილის გათავისუფლების საკითხი მწვავედ დააყენა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ფარგლებში. ქართული მხარე ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს.
