უცხოელი დამკვირვებლის ანალიზი
არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდებები დასაბუთებული არ არის - ეს ხორხე გონსალეს გალარცას სიტყვებია, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით უწევდა მონიტორინგს. მან არჩევნებთან დაკავშირებით სტატია გამოცემაში „ზი კრიტიკ“ გამოაქვეყნა. მისივე თქმით, ყველა უბანზე, სადაც საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა, გამჭვირვალე პროცესის მომსწრე იყო. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ შედეგების აღიარების მიუხედავად კი, სალომე ზურაბიშვილმა დაუსაბუთებელი პრეტენზიები წამოაყენა, რასაც ევროპელ დიპლომატთა ნაწილი შეუერთდა - ამბობს ხორხე გონსალეს გალარცა.
