უტყუარი ელექტრონული არჩევნები
კომპანია „სმარტმატიკი“ რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების ჩატარების დიდი გამოცდილებით გამოირჩევა და რომლის აპარატურაც გამოყენებული იყო 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, საკუთარ ვებგვერდზე მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს. კომპანიის ცნობით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ელექტრონული ტექნოლოგიებისა და სერვისების გამოყენებით საკვანძო საარჩევნო პროცესის მოდერნიზება წარმატებულად მოახდინა. ახალი ტექნოლოგიების ეფექტიანობა იმ ფაქტმაც დაადასტურა, რომ უნაკლოდ მოწყობილობების 99,87 პროცენტმა. „სმარტმატიკი“ IRI-ის წინასწარი დასკვნიდან ამონარიდსაც აქვეყნებს, სადაც წერია, რომ საარჩევნო უბნები და ახალი ტექნოლოგიით კენჭისყრა კარგად იყო ორგანიზებული. „ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა მრავალი დაინტერესებული მხარის მიერ იყო მხარდაჭერილი“ - ეს უკვე ამონარიდია ეუთოს წინასწარი დასკვნიდან. ცნობისთვის კომპანია „სმარტმატიკი“ საარჩევნო ინდუსტრიაში გლობალური ლიდერია და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესტონეთში, ბელგიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
