პოლიტიკური გაერთიანების სამიტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. უნგრეთში ამ ფორმატის შეხვედრა მეხუთედ ტარდება. ძირითადი თემა კი ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებია. ბუდაპეშტში შედგება თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმ დისკუსიაზე გამოვა სიტყვით, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა. საქართველოს დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
