„ქართულ-კავკასიური გეოპოლიტიკა“
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წიგნის - „ქართულ-კავკასიური გეოპოლიტიკა“ პრეზენტაცია გაიმართა. პირველი ქართულ-კავკასიური პროექტი ბაკურ კიღურაძისა და ვახტანგ მაისაიას ავტორობით გამოიცა. გამოცემის მიზანია პოლიტიკურ მოქმედებათა საფუძვლების უზრუნველყოფა და მათი განვითარებისთვის შესაბამისი საშუალებების წარმოჩენა, ასევე, ზოგადად კავკასიური პოლიტიკური ცხოვრების მიმართულების ფორმულირება.
