ინდოეთის დედაქალაქი ტოქსიკურ ნისლშია გახვეული
ინდოეთის დედაქალაქი ტოქსიკურ ნისლშია გახვეული. ნიუ დელიში ჰაერის დაბინძურებამ დასაშვებ ნორმას 10-ჯერ გადააჭარბა. ნიუ დელისთვის ნოემბრის ტოქსიკური სმოგი ყოველწლიური პრობლემაა. დაბინძურების ძირითადი მიზეზი მეზობელ შტატებში მოსავლის აღების შემდეგ ნარჩენების დაწვაა. კვამლის, ავტომობილების გამონაბოლქვისა და სამშენებლო მტვრის ერთობლიობა კი ტოქსიკურ კვამლს იწვევს.
