ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო შეტევების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა
ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო შეტევების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, თავდასხმები ერთდროულად რამდენიმე ადგილას განხორციელდა. მათ შორის კარვების დასახლებაში. იერიშებთან დაკავშირებით ცახალს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც ცნობილია, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიღმა ჰამასის მებრძოლები იმალებიან. პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ დღეს ღაზიდან ისრაელის გავლით 100-მდე პაციენტის ევაკუაცია განხორციელდება.
