თურქეთში დემონსტრაცია პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა
თურქეთში დემონსტრაცია პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქალაქ მარდინის მუნიციპალურ შენობასთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთები დაუშინეს. პოლიციამ კი მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამი პრო-ქურთი მერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მერები ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებში იყვნენ ნასამართლევი და სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს.
