გერმანული გამოცემა „ბილდის“ ცნობით, უკრაინის ფრონტზე, დონეცკის ოლქში რთული ვითარებაა
გერმანული გამოცემა „ბილდის“ ცნობით, უკრაინის ფრონტზე, დონეცკის ოლქში რთული ვითარებაა. ოკუპანტის ინტენსიური შეტევის გამო, უკრაინელი სამხედროები შესაძლოა ოცი დასახლებული პუნქტიდან გავიდნენ. სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოკუპანტი კურახოვოში უკრაინული სამხედრო დანაყოფების ალყაში მოქცევას ცდილობს. ამის გამო უკრაინის თავდაცვამ, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დაზოგვის მიზნით, შესაძლოა სამხედროების გადაჯგუფების გადაწყვეტილება მიიღოს.
