რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გამო, ზაპოროჟიეში 6 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა
რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გამო, ზაპოროჟიეში 6 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტის სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ბოლო 24 საათში უკრაინის ქალაქებს 50-მდე დრონით შეუტია. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მათი უმეტესობა გაანადგურეს. ოკუპანტის უწყვეტი საარტილერიო ცეცხლის ქვეშაა მოქცეული უკრაინის ხარკოვის ოლქი.
