ბათუმში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ბათუმში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე #14 საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელს მოემსახურება. ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტის ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 113 ათას ლარს აღემატება. გასულ თვეში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შევიდა ექსპლუატაციაში, რომელიც 280 აღსაზრდელს ემსახურება. 2013-24 წლებში ბათუმს თანამედროვე სტანდარტის 12 საბავშვო ბაღი შეემატა, რეაბილიტირდა 20 საბავშვო ბაღი.
