ხორხე გონსალესის სტატია - საქართველოსთან დაკავშირებით შეცდომაში შევყავართ
საქართველოსთან დაკავშირებით შეცდომაში შევყავართ - ამ სათაურით საერთაშორისო დამკვირვებელი ხორხე გონსალესი სტატიას აქვეყნებს. დამკვირვებელი ვრცლად მიმოიხილავს არა მხოლოდ 26 ოქტომბრის არჩევნებს, არამედ, ზოგადად, საქართველოში არსებულ ვითარებას და მდგომარეობას გეოპოლიტიკურ ჭრილში. ხორხე გონსალესი წერს, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდებები დაუსაბუთებელია. სტატიაში ნათქვამია, რომ ოპოზიციის უსიამოვნო სიტუაციაში ყოფნა მეტწილად მათი დამსახურებაა. საერთაშორისო დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ მათი დამკვირვებლების დელეგაცია ყველგან გამჭვირვალე პროცესის მომსწრე იყო და ბევრ დასავლურ ქვეყანას შეუძლია საქართველოს საარჩევნო მოდერნიზაციის გამოცდილება გაიზიაროს.
