საპროტესტო აქციის მონაწილეები სააპელაციო სასამართლოდან დიდუბის მიმართულებით დაიძრნენ
საპროტესტო აქციის მონაწილეები სააპელაციო სასამართლოდან დიდუბის მიმართულებით დაიძრნენ. ოპოზიციას კონკრეტული სამოქმედო გეგმა ისევ არ აქვს, მათი თქმით, ისინი სპონტანურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ქალაქის სხვადასხვა ადგილას ყოველდღიურად შეიკრიბებიან.
