უსაფუძვლო და მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება - ასე აფასებენ ცესკოში ხუჭუას გადაწყვეტილებას
უსაფუძვლო და მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება - ასე აფასებენ ცესკოში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას. ცესკო ვლადიმერ ხუჭუას არგუმენტებს წერილობით ელოდება. რის შემდეგაც პროცესი სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს. მმართველი გუნდის შეფასებით, მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება კანონს და ლოგიკას აცდენილია. „ქართულ ოცნებაში“ ხუჭუას ქმედებას მოსამართლისა და მისი ოჯახის ოპოზიციასთან მჭიდრო კავშირით ხსნიან. მოსამართლის მეუღლე „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეობას არ მალავს. ეს კარგად ჩანს მის საჯარო განცხადებებშიც.
