„სმარტმატიკის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატია
საქართველოში 2024 წლის ხმის მიცემის პროცედურა, არჩევნების მოდერნიზაციაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო - ამ შინაარსის სტატია „სმარტმატიკის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საერთაშორისო კომპანიის ცნობით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სმარტმატიკის ტექნოლოგიებისა და სერვისების გამოყენებით, საარჩევნო პროცესის მოდერნიზება წარმატებით მოახერხა. ტექნოლოგიების ეფექტიანობის დასადასტურებლად სტატიაში მოყვანილია სტატისტიკა, რომ საარჩევნო პროცესში მოწყობილობების 99,87% უნაკლოდ ფუნქციონირებდა. არჩევნების შედეგები კი საარჩევნო პროცესის დასრულებიდან ორ საათზე ნაკლებ დროში გახდა ცნობილი. „სმარტმატიკის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალ ტექნოლოგიებს სრული ნდობა გამოუცხადეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც.
