ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს. გამოძიების ფედერალური ბიუროს, ეროვნული დაზვერვის სამმართველოსა და კიბერუსაფრთხოების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით რუსეთი ოპერაციებს ატარებს. განცხადების თანახმად, რუსეთის მიზანია ამერიკელ ხალხში არჩევნების მიმართ ნდობის დაკარგვა და საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა. ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები რამდენიმე საათში დაიწყება. ამერიკელებმა არჩევანი ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შორის უნდა გააკეთონ.
