ირაკლი ქარსელაძე საუდის არაბეთში საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაში მონაწილეობდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საუდის არაბეთში საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაში მონაწილეობდა. ღონისძიებას საუდის არაბეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისის სამინისტრო მასპინძლობს და მასში მონაწილეობენ საუდის არაბეთის, კვიპროსის, ქუვეითის, ნეპალის, მალდივის დარგობრივი მინისტრები, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის წარმომადგენლები და სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტებიდან. ირაკლი ქარსელაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა.
