თბილისის მერია ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ტყის აღდგენა-განახლებასა და ტყე-პარკის მოწყობას იწყებს
თბილისის მერია ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ტყის აღდგენა-განახლებასა და ტყე-პარკის მოწყობას იწყებს. პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის ბოლომდე მოეწყობა ტყის ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, განათებითა და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით. ასევე, ტერიტორიაზე დაგეგმილია 14 ათასზე მეტი ძირი მწვანე ნერგების დარგვა და სარწყავი სისტემის მოწყობა. სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო.