რადიკალური ოპოზიცია ისევ გეგმის გარეშეა
რადიკალური ოპოზიცია ისევ გეგმის გარეშეა. არჩევნებში დამარცხებულმა ოპოზიციონერებმა რუსთაველზე სიტყვით გამოსვლისას თქვეს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, აანონსებენ ბრძოლას ქუჩაში. „გეგმა ვართ ჩვენ“ - ეს უთხრა მამუკა ხაზარაძემ სამოქმედო გეგმის გასაცნობად დაბარებულ მოქალაქეებს. აქციაზე არ ჩანდა ნიკა გვარამია, რომელიც კარვების აქციას აანონსებდა. ვითარების დრამატიზების მიზნით, შეკრებილებს სცენიდან განუცხადეს, რომ გაზი გაუშვეს, თუმცა სიტყვით გამოსვლა ჩვეულებრივ გაგრძელდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გუშინ დააანონსეს შეკრება დღეს სპორტის სასახლესთან 14 საათზე, თუმცა დროც და ადგილიც ისევ შეიცვალა.
