სახელისუფლებო პარტია რადიკალური ოპოზიციის და მათი მოკავშირეების თითოეულ ტყუილს ამხელს
სახელისუფლებო პარტია რადიკალური ოპოზიციის და მათი მოკავშირეების თითოეულ ტყუილს ამხელს. შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე სიცრუის 13 შემთხვევა დეტალურად განიხილა და კონკრეტული არგუმენტები წარმოადგინა. დეზინფორმაციული კამპანია, როგორც ჰიბრიდული ომის მეთოდი - შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ მეთოდს არჩევნების წინააღმდეგ იყენებენ როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ გარე პოლიტიკური აქტორები. პაპუაშვილის თქმით, საუბარია, თითქოს დარღვევების რაოდენობა იყო დიდი, არადა, 2020 წელს 2054 საჩივარი დაიწერა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი, ჯამში, 1170 საჩივარი იყო. კიდევ ერთი სიცრუე სიების ჩახსნას უკავშირდება, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერავინ ვერანაირ სიას ვერ ჩახსნის.
