შალვა გოგოლაძემ მაგიდის ჩოგბურთელ ანასტასია ჩხარტიშვილს რიგის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობა მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა
კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე შალვა გოგოლაძემ მაგიდის ჩოგბურთელ ანასტასია ჩხარტიშვილს რიგის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობა მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ანასტასია ჩხარტიშვილი 19 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელმაც სარეიტინგო ტურნირზე გამარჯვება შეძლო.
