ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათი რჩება. რეიტინგებით, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს მოგების თანაბარი შანსი აქვთ. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირებისა და ბრალდებებით სავსე წინასაარჩევნო რბოლის ფონზე, შტატებში არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაძაბულ ვითარებას ელიან, რის გამოც მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მოქმედებს.
