მოსამართლე, რომელმაც საიას სარჩელი დააკმაყოფილა, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის მეუღლეა
მოსამართლე, რომელმაც საიას სარჩელი დააკმაყოფილა, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის მეუღლეა. გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ხუჭუას ცოლი, ელზა გურგენიძე აქტიურად არის ჩართული აქციებში. ოპოზიციის მსგავსად, ისიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის. ინტერესთა კონფლიქტის გამო, როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, მოსამართლეს, წესით, საქმესთან დაკავშირებით თვითაცილების მექანიზმი უნდა გამოეყენებინა. მოსამართლის გადაწყვეტილებას იურიდიულ ლოგიკას მოკლებულს უწოდებენ "ქართულ ოცნებაში".
