ჩარევის მცდელობები
რადიკალური ოპოზიცია არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებიდან პასუხმაც არ დააყოვნა. ოპონენტებს მკაფიოდ უთხრეს, საერთაშორისო გამოძიება ნიშნავს, რომ აღარ ხარ სახელმწიფო და გარედან, უცხო ძალების მიერ იმართები. ხელისუფლება მოქალაქეებს იმასაც ახსენებს, რომ ოპოზიცია არჩევნების გარე ძალების მიერ ჩატარებასაც ითხოვს და განმარტავს, რომ რადიკალებისთვის მნიშვნელოვანი არა საკუთარი ქვეყანა, არამედ, გარედან მიღებული დირექტივებია. საქართველოში ვერასდროს დაბრუნდება ის დრო, როდესაც ხელისუფლებას გარედან ნიშნავდნენ - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია.
