ოპოზიციის თვალსაჩინო ტყუილი
შალვა პაპუაშვილის პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი ფაქტების გადაფარვა ოპოზიციამ სპეკულაციით სცადა, რისთვისაც საპრეზენტაციო მონიტორზე გამოტანილი საქართველოს რუკა გამოიყენეს. რუკის ის ნაწილი, რომელიც ოკუპირებულია, რუხი ფერის იყო. დეზინფორმაციის მიხედვით კი, რუკაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ იყო ასახული. რუკის სრული ვერსია და რეალობა კარგად ჩანდა მედიისთვის დარიგებულ მასალაში, ოპოზიციის მხარდამჭერმა არხებმა კი, მთავარ ამბად ყალბი ინფორმაცია იქციეს. ტყუილი ხანმოკლე აღმოჩნდა, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ყველა ეს პოსტი უკვე დეზინფორმაციის სტატუსს ატარებს.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
