ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ვულკანოლოგიის ცენტრის ცნობით, ამოფრქვევა ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ფლორესზე აღინიშნა. კრატერიდან ამოფრქვეულმა ლავამ და ქვებმა კი, ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია და რამდენიმე სახლი გადაწვა. ადგილობრივი მაღალჩინოსნების ცნობით, ვულკანმა საერთო ჯამში, 7 სოფელი დააზარალა. ახლა კრატერიდან 7 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
