უკრაინის გენშტაბი იუწყება რომ ფრონტზე რამდენიმე მიმართულებით რთული ვითარება და მძიმე ბრძოლებია
უკრაინის გენშტაბი იუწყება რომ ფრონტზე რამდენიმე მიმართულებით რთული ვითარება და მძიმე ბრძოლებია. უკრაინული მედია წერს, რომ რუსულმა არმიამ დონეცკის ოლქში კურახოვოს მიმართულებით წინ წაიწია. ამ ფონზე უკრაინის რადაში არ გამორიცხავენ, რომ წლის ბოლომდე უკრაინის თავდაცვის უწყება ომში გასაგზავნად 500 ათასი ჯარისკაცის მობილიზებას გეგმავდეს. ომის ვეტერანმა, ადვოკატმა მასი ნაიემმა, უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინელი სამხედროები თითქმის სამი წელია იბრძვიან და ისინი გადაიღალნენ. მისი თქმით, თუ კიევი უახლოეს 2 თვეში დამატებით 160 ათასს ახალ სამხედროს ომში არ გააგზავნის, ფრონტის ხაზი სრულად ჩამოიშლება და კიევს კაპიტულაციის გამოცხადება მოუწევს.
