თურქეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
თურქეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამი პრო-ქურთი მერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მერების მხარდამჭერმა რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა, რეგიონის მუნიციპალურ შენობაში შეჭრა სცადა. რაც პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მერები ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებში იყვნენ ნასამართლევი და სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს.
