დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო პროცესი და ვადამდელი ხმის მიცემის სისტემა გააკრიტიკა
დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო პროცესი და ვადამდელი ხმის მიცემის სისტემა გააკრიტიკა. პრეზიდენტობის კანდიდატმა პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცესში ოპონენტები თაღლითობის არაერთ საშუალებას მიმართავენ. შედეგების დადგენას კი, შესაძლოა 12 დღე დასჭირდეს. პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები, საარჩევნო დღის ბოლოს უნდა განისაზღვროს.
