გლდანის "ა" მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
გლდანის ა მიკრორაიონში, სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. რეკრეაციულ სივრცე 12 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს, სადაც განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდები. სკვერის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გამწვანებას და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. სრულად განახლდა ორი სპორტული მოედანი. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, მილიონ რვაასი ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.